პასტორს ქრისტესავით წყლის ზედაპირზე უნდა გაევლო, მაგრამ ნიანგებმა შეჭამეს

ბაპტისტური ეკლესიის პასტორმა ჯონათან მეტვამ გადაწყვიტა მრევლისთვის ბიბლიური საოცრება ეჩვენებინა და ქრისტესავით წყლის ზედაპირზე ფეხით გაევლო.
პასტორი არწმუნებდა ნიგერიელ მრევლს, რომ რწმენის ძალით წყალზე ქრისტესავით გაივლიდა და ამისთვის ბევრს ლოცულობდა, ბოლო ერთი კვირა კი – მკაცრად იმარხულა… თუმცა ადგილი, საკუთარი საოცრების საჩვენებლად, პასტორმა არც ისე წარმატებული შეარჩია.

“ერთი კვირა ლოცულობდა და მარხულობდა, ვერ გავიგეთ რატომ მოხდა ეს ტრაგედია”- განმარტა ერთ-ერთმა მორწმუნემ

მდინარეს, რომლის ნაპირზეც ბაპტისტმა პასტორმა მრევლი საოცრების საჩვენებლად მიიყვანა, მპუმალანგა ჰქვია, რაც ადგილობრივების ენაზე ითარგმნება როგორც – ნიანგების მდინარე. პასტორს, თავისი გეგმით ჯერ უნდა ჩაეყვინთა მდინარეში, შემდეგ ამოსულიყო და ფეხით გაევლო წყლის ზედაპირზე… თუმცა ჩაყვინთისთანავე მას სამი ნიანგი ერთად დაესხა თავს, რომლებმაც მრევლის თვალწინ წამებში ნაკუწებად აქციეს პასტორი… ნიგერიელმა მაშველებმა, რომელიც მრევლმა უმალ გამოიძახა და მცირე დროში მივიდნენ მდინარესთან, მდინარიდან მხოლოდ პასტორის საცვლებისა და ფლოსტების ამოტანა შეძლო… წერს ნიგერიული Daily Post-ი.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია კობახიძეს: „ირაკლი, შვილო, ამ სიტყვებით მამაშენის სულიერ მამას, ჯაბა იოსელიანს ჩასძახე საფლავში!“
შემდეგი სტატიაპუტინმა ჩრდ. კორეის ბირთვულ გამოცდებზე კომენტარი გააკეთა