“ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში მიუღებელია” – ჯანელიძე

ჩემთვის და მთელი მთავრობისთვის ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში მიუღებელია, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც საუბარი შეეხებოდა რუსთაველის გამზირზე „ქართული მარშის“ მიერ გამართულ აქციას.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, თუ რას აკეთებს ხელისუფლება ფაშისტურ ჯგუფებთან საბრძოლველად.

“ჩემთვის მიუღებელია ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში და რა თქმა უნდა მთავრობისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ასევე მათი არსებობა. მთავრობა ყოველთვის შეებრძოლება ამ ჯგუფების არსებობას საქართველოში. რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს, ამასაც სჭირდება პროცესის მართვა და რა თქმა უნდა სახელმწიფო გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომ აცილებული იქნას თავიდან რადიკალიზაცია, რადიკალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება და რა თქმა უნდა პირველ რიგში რუსეთის ინტერესების გატარება საქართველოში“, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“შს მინისტრი პარლამენტში წარმოადგენს სრულ ინფორმაციას, რამ განაპირობა ღამის კლუბებში შესვლა”- ვოლსკი
შემდეგი სტატიაგიორგი გიორგანაშვილის პროცესი სააპელაციო სასამართლოში, გადაიდო