ფარული ვიდეომასალა- პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა?

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

კუდის ერთ- ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე დაკავებულები არიან. წინასწარი ინფორმაციით, მათი დაკავება ინტერნეტში გავრცელებული პიარდი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ატვირთვას უკავშირდება. ჯამალაშვილს ბრალს სავარაუდოდ დღესვე წაუყენებენ. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ოფიციალური ბრალი უცნობია. გამოძიებამ უკვე დაკითხა ჯამალაშვილის მეუღლე . მათი ბინიდან კომპიუტერები და მობილური ტელეფონები ამიოღო. ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წელს კიბერდანაშაულისთვის, კომპიუტერში უნებართვო შეღწევისთვის დააკავეს და გირაოთი გაათავისუფლეს. პროკურატურას დაკავებასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: ეს არის ამაზრზენი, არავის არ აქვს უფლება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ქმედება