ფარული თვალთვალის წინააღმდეგ აქციაზე ათასზე მეტი ადამიანი აპირებს მისვლას

ფარული თვალთვალის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების აქცია ორგანიზაციის მიერ, ხვალისთვის არის დაგეგმილი და მასზე დასწრებას ამ დროის მონაცემებით, ათასზე მეტი (1173) მოქალაქე აპირებს.

ორგანიზაციამ “ეს შენ გეხება” ღონისძიება ფარული ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” და სარეკლამო ვიდეოებით დააანონსა. აქცია ხვალ, 13:00 საათზე ფილარმონიასთან გაიმართება.

“2012 წელს ამ მოძრაობის წყალობით შეიქმნა გარემო, რომელმაც საზოგადოებას თავისუფალი და ობიექტური არჩევანის გაკეთების საშუალება მისცა. 2014 წელს, კამპანია ისევ განახლდა და მისი წევრები ამტკიცებდნენ, რომ გრძელდებოდა უკანონო თვალთვალი, ისევ გვისმენდნენ, ისევ ავრცელებდნენ ძველ თუ ახალ კადრებს, არ გვიტოვებდნენ პირად სივრცეს. კამპანიამ მიაღწია ცვლილებას კანონმდებლობაში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა”, -აცხადებენ ორგანიზაციაში და მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ კვლავ გაერთიანდნენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პიროვნული თავისუფლების დასაცავად.

ორგანიზაციის წარმომადგენლები, რამდენიმე დღის წინათ, საქართველოს პრეზიდენტსაც შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაშიაბანოებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებში ჩართვას დავით ნარმანია არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილი საპატიმროში კახა კახიშვილის მისვლას ითხოვს