ფარული ჩანაწერი, რომელსაც კვირიკაშვილის პრემიერობა შეეწირა – რა მოხდა „ქართული ოცნების“ სხდომაზე

„ქართული ოცნების“ გუშინდელი შეხვედრიდან „თაიმერისთვის“ კიდევ ერთი ექსკლუზიური დეტალი გახდა ცნობილი: თბილისის მერმა, კახი კალაძემ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა: – საქართველოში არ არის შექმნილი ის ვითარება, რომ პრემიერ-მინისტრი გადააყენოთ, ის ღირსეული პრემიერია. ამის შემდეგ, როგორც ჩვენი წყარო ყვება, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დამსწრე საზოგადოებას ჩანაწერი „აუფრიალა“, სადაც ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი გიორგი ვაშაძეს ეუბნება, რომ მომიტინგეებმა პრემიერის კი არა, არამედ გახარიასა და წულუკიანის გადადგომა მოითხოვონ. საუბარია ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ჩატარებულ სოლიდარობის აქციაზე, რომელშიც მონაწილეობას მოქალაქეებსა და სარალიძის თანამოაზრეებთან ერთად, ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები იღებდნენ. როგორც „თაიმერის“ წყარო ამტკიცებს, სწორედ, ამ მოვლენების შემდეგ მიიღო ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ კვირიკაშვილისთვის თანამდებობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. უკვე ყოფილმა პრემიერმა, ხელისუფლებაში დიდი ცვლილებები დააანონსა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – 2012 წლის აგვისტოში “ნაციონალური მოძრაობის“ დაფინანსება მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება არ იყო
შემდეგი სტატიასაბერძნეთი ევროპელი კრედიტორებისგან 1 მილიარდ ევროს მიიღებს