ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე დაკავებები ზღვაში წვეთია

kaladzeფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე დაკავებები ზღვაში წვეთია, რადგან წლების განმავლობაში ფარული თვალთვალისა და მიყურადების უამრავი დანაშაულია ჩადენილი. ამის შესახებ გადაცემა 2030-ში ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განცახადა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების დროს ქვეყნის მართვა, ფაქტიურად, მაკოპრომეტირებელი მასალებით ხდებოდა.

„სამართლის ძიება რთული პროცესია და დიდი დრო სჭირდება, მაგრამ იმედი მაქვს, კანონის წინაშე პასუხს ყველა ბოროტმოქმედი აგებს. სანამ საზოგადოებაში და პოლიტიკაში მორალის დიქტატურა არ გვექნება, ყოველთვის იარსებებს საფრთხე, რომ გარკვეულმა პირებმა ადამიანები კომპრომატებით აშანტაჟონ. საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის მხარდაჭერით, ხელისუფლება მოახერხებს, რომ ქვეყანაში ასეთი რაღაცები წარსულს ჩაბარდეს“,-აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, მისივე თქით, ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ოდესელი მაღალჩინოსნის აზრი საინტერესო არ არის, რადგან ეს ადამიანი ქვეყანაში მიმდინარე სიბინძურეების მთავარი რეჟისორი იყო.

„მისი დაკითხვა იმიტომ ვერ ხერხდება, რომ გამოძიების კითხვებს გაურბის, შესაბამის ორგანოში არ გამოცხადდა და სკაიპით დაკითხვაზეც უარი განაცხადა. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ჩადენილ დანაშაულზე პასუხს ყველა აგებს“,-აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაგამოძიება ამ მიმართულებით დაწყებული არ იყო