პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის” ოფისში დღეს ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა

პარტია „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისში პატრული გამოიძახეს. საქმე ეხება დაკარგულ სამუშაო კომპიუტერს, რომელიც პარტიის დირექტორის მდივანს ეკუთვნოდა. პარტიის მდივანმა გვანცა იობიძემ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ თავისი სამუშაო კომპიუტერი მან გუშინ საღამოს პარტიის ოფისში დატოვა, თუმცა დილით აღარ დახვდა. პარტია სახელმწიფო ხალხისთვის მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვს უსწრაფესად გამოძიებულ იქნას ქურდობის ფაქტი და გამოვლინდეს დამნაშავე. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ფაქტი აღქმული იქნება როგორც გარე ძალების მოქმედება პარტიის წინააღმდეგ რაც სამომავლოდ აჩენს შანს რომ დაცული პირადი ინფორმაცია ბოროტად იქნება გამოყენებული პარტიის წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე : რუსეთი აგრესორია, ეს სადაო აღარ არის