პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ფორმირება უახლოეს ხანში დაიწყება

kaladzeპარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ფორმირება უახლოეს ხანში დაიწყება,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„კვლევების და შუალედური არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ “ქართული ოცნება” ერთადერთი ძალაა, რომელსაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვების რეალური შესაძლებლობა აქვს. პარტიას ძალიან ბევრი ახალი საინტერესო სახე ეყოლება, რაც ძველი სახეების დავიწყებას არ ნიშნავს. სიასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ მის ფორმირებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ“,-აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძე აცხადებს, რომ რომ კოალიციაში ცვლილბებს დადებითად აფასებს.

„ეს ამომრჩევლის პატივისცემაა, რადგან საზოგადოებას საშუალება ექნება, ხმა კონკრეტულ პარტიას მისცეს და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი, რომ ამა თუ იმ პარტიას ხმა ერთი პარტიის ხათრით მისცეს. კოალიციის ყველა სუბიექტი ქვეყანას ემსახურება და არა მმართველ კოალიციას. მთავრობა და პარლამენტი რომ შეუფერხებლად მუშაობს, სწორედ ამის დამსახურებაა“,-განცხადა ვიცე-პრმიერმა.

კალაძის თქმით, ხელისუფლება მოახერხებს, რომ არჩევნები, რომლის მოახლოებაც ყოველთვის გარკვეულ სტრესებთან იყო დაკავშირებული, ძალიან მშვიდ გარემოში ჩატარდეს და ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა და საზოგადოებასთან თავისუფალი კომუნიკაციის საშუალება მიეცეს.

banner
წინა სტატიაშიგამოძიება ამ მიმართულებით დაწყებული არ იყო
შემდეგი სტატიაერთი აშშ დოლარის ღირებულება დღეს, 2.2868 ლარი იქნება