პარტია „ცენტრისტები“ შესაძლოა საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას

პარტია „ცენტრისტები“ შესაძლოა საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნას. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ, ცესკო იმ ახალ გარემოებაზე იმსჯელებს, რომელზეც საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი და რომლის მიხედვითაც, „ცენტრისტებს“ ხელმძღვანელი პირი არ ჰყავს. ცესკოს განმარტებით, პარტია რეგისტრაციაში საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე ივნისში გატარდა, საჯარო რეესტრის მიერ 1-ელ აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება კი, რომლითაც თემურ ხაჩიშვილს პარტიის თავმჯდომარედ რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, მათთვის ცნობილი დღეს გახდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ შეაგროვა საკმარისი რაოდენობის ხელმოწერები
შემდეგი სტატია“საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეისწავლოს პოლიტიკური პარტიის მიერ განსათავსებლად წარდგენილი სარეკლამო რგოლის კანონთან შესაბამისობა”