პარლამენტთან ზვიად კუპრავა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 10:13

პარლამენტთან ზვიად კუპრავა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ ზვიად კუპრავა და აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს.
დაკავებულები არიან ლაშა ქუქცირიძე და დავით გელოვანი.
არსებული ინფორმაციით, ისინი პოლიციამ კარვებიდან მოშორებით აიყვანა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ზაზა სარალიძემ უკვე მიაწოდა სახალხო დამცველს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდართან დაკავშირებით განცხადებას სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გააკეთებს.
სარალიძე შინაგან საქამეთა სამინისტროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
“დააკავეს ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე და ურჩევნიათ ახლავე გამოუშვან სულ ყველა. დააბრუნონ ადგილზე,”-აცხადებს ზაზა სარალიძე.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 11, 2018 10:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,552
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics