პარლამენტთან მოქალაქემ ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა

ამ წუთებში პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ცნობილია, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქემ ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა. დაზარალებულს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ საქმეზე ძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციამ გოგირდის აბანოების თანამშრომლები დააკავა
შემდეგი სტატიავალერი გელბახიანი: ეროსი კიწმარიშვილი ნახევარ მილიონს ელოდა “მაესტროდან“