პარლამენტში უმრავლესობის უმრავლესობა უფუნქციოდ დარჩა – შოთა შალელაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობაში განხეთქილებას ცოტა ხნის წინ უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს მხოლოდ რამდენიმე დეპუტატთან აქვს კომუნიკაცია, ნაწილი კი პარლამენტში უფუნქციოდაა დარჩენილი.

„არიან ისეთი პარლამენტარები, რომლებიც ათმაგ საქმეს აკეთებენ და არის პარლამენტში უმრავლესობის უმრავლესობა, რომელიც უფუნქციოდ დარჩა. აქედან გამომდინარე, არის კითხვები. პარლამენტარები არიან ადამიანები, რომლებიც თავმოყვარეები არიან და უნდათ, დასაქმებულები იყვნენ. არ უდნა ვიყოთ პარლამენტში იმისთვის, რომ მანდატი ვატაროთ. პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც ერუდირებულს, განათლებულს, ყველამ ვიცით, როგორი გაწონასწორებული ადამიანი ბრძანდება ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ რაღაც-რაღაცები მასაც აქვს შესაცვლელი, იგივე დეპუტატებთან ურთიერთობა, ცოტა ფართე ჯგუფი უნდა შემოიკრიბოს, არ უნდა შემოიკრიბოს ის გარკვეული წრე, რომელიც მას ჰყავს შემოკრებილი და იმათ იქით ვერაფერს ხედავს,“- განაცხადა შოთა შალელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამერიკული Harry Truman-ის ამერიკის პორტიდან სირიისკენ გაცილება (ფოტო)
შემდეგი სტატიაცოლის ჩაქუჩით ცემისთვის ბრალდებულს 1 წელი პატიმრობა მიუსაჯეს