პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ოპოზიცია არ ესწრება

თბილისში, საკანონდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს აცნობს. შეხვედრას არ ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.

საორგანიზაციო კომისიის მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

მმართველმა გუნდმა ახალი კონსტიტუციური პროექტი მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, 2020 წელს ბლოკების დაშვება მოხდება, ე.წ. ბონუსს სისტემა გაუქმდება. ასევე ცვლილებები ეხება კონსტიტუციაში არსებულ რელიგიურ ჩანაწერსა და საკონსტუტიციო სასამართლოს. საყოველთაო-სახალხო განხილვის პირველი შეხვედრა ქუთაისში უკვე გაიმართა.

26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტს უმრავლესობის 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.

banner
წინა სტატიაში“მე მგონი, არ ვაცლით ძალოვნებს მუშაობას” – ჩუგოშვილი სპეცოპერაციაზე
შემდეგი სტატია“ომბუდსმენის წინააღმდეგ მიმდინარეობდა დროში და სივრცეში დაკარგულ – აბნეული პოლიტიკური კამპანია” – პრეზიდენტი