პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა რამდენიმე წუთში დაიწყება- მინისტრები საკანონმდებლო ორგანოში იკრიბებიან

პრეზიდენტი უკვე პარლამენტშია. გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს პრეზიდენტის რანგში მესამედ მიმართავს. ცნოიბილია, რომ დებატები არ გაიმართება და პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ტრიბუნას ფარქციების თავმჯდომარეები დაიკავებენ.

საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრებიც და პრემიერმინისტრიც.

“ეს არის დღე, როდესაც კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ ინსტიტუციური, საკონსტიტუციო გაძლიერების გზაზე, ” – აცხადებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, როგორიც არის მთავრობის შტოებს შორის კოორდინაცია, გუნდურად იღებენ.

“პიროვნულ დამოკიდებულებებს მნიშვნელობა არ ქონდა. როგორც ჩანს, შარშან იყო სხვა გარემოებები და ფაქტორები, წელს კი სხვა,” – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მინისტრთა კაბინეტის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის მიმართვაზე დასწრების საკითხზე საუბრობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრიც.

“ვიღაც თვლის, რომ საჭიროა დაესწროს და მიიღოს გარკვეული ინფორმაცია, ვიღაცა თვლის, რომ შესაძლებელია ეს ტელევიზორითაც გააკეთოს. როდესაც არც შეკითხვის დასმის უფლებაა და არც დებატები, ალბათ არ აქვს მნიშვნელობა საიდან უყურებს,” – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

პრემიერის დღევანდელ სიტყვით გამოსვლას ვერ ესწრება ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი:„ქართული ოცნება“ დიდწილად ზუსტადაც რომ კომუნისტური ნომენკლატურის და კგბ-ს ნაზავია
შემდეგი სტატიაქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირეები იზრდება