პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნება- მრეწველები” შეიქმნა

დროებითმა სამანდატო კომისიამ იმსჯელა იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც წარმოდგენილი იქნა ფრაქციათა უმრავლსობისა და უმცირესობის შედგენის მიზნით. წარმოდგენილი დოკუმენტაციების შედეგად შეიქმნა ფრაქცია ქართული ოცნება, რომელშიც გაწევრიანებულია 110 წევრი.
თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეა ხოლო მდივანი ნინო წილოსანი.

შეიქმნა ქართული ოცნება მრეწველები- რომელშიც გაერთიანებულია პარლამენტის 6 წევრი, თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე.
116 წევრისგან შეიქმნა უმრავლესობა და უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იქნება.
ასევე დარეგისტრირდა ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. რომლის შემადგენლობაში არის პარლამენტის 20 წევრი. ფრაქციას ტავმჯდომარეობს ნიკანორ მელია, იმავდროულად დარეგისტრირდა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა- საქართველოს წინსვლისთვის, რომლის ტავმჯდომარეც ელე ხოშტარია იქნება.
დღესვე დარეგისტრირდა უმცირესობა 26 წევრის შემადგენლობით.
ასევე დარეგისტრიდა კიდევ ერთ ფრაქცია 6 წევრით საქართველოს პატრიოტები -ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი: საკონსტიტუციო უმრავლესობა ძლიერი ბერკეტია, რათა ყველა საარჩევნოდ გაცემული დაპირება შესრულდეს
შემდეგი სტატია“პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ძალას არ დავიშურებ დემოკრატიული პროცესების შემდგომი განვითარებისთვის”