პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლიასაქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 115 ხმით, ერთხმად დაამტკიცა.

დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, კონსტიტუციური ცვლილებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავი განიხილეს, რომლის არსი კანონმდებლებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო.

ცვლილებების განხილვის შემდეგ, კონსტიტუციურ პროექტს კენჭი უყარეს და მას მხარი 115 – დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიცია კი, პროტესტის ნიშნად დღევანდელ რიგგარეშე სხდომას არ ესწრება.

რაც შეეხება კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელზეც მუშაობა დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვა ორ ეტაპად წარიმართა, 78 მუხლისგან შედგება.

კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში აღნიშნულია, რომ პროექტის მომზადების მიზანი მოქმედი კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანაა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან.

პროექტი ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს განსაზღვრავს და მეორე მხრივ, სახელისუფლებო შტოებს შორის უფლებამოსილებას მიჯნავს. კერძოდ, ცვლილებებით, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია ირჩევს. პრეზიდენტად კი შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში 15 წელი აქვს ნაცხოვრები.

პროექტით, საარჩევნო კოლეგიაში 300 ხმოსანი შედის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტნომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის შენობაში იმართება და საქართველოს კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს არანაკლებ 30 ხმოსანს.

პრეზიდენტის თავის გარდა, პროექტში საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე. კერძოდ, ცვლილებებით, პარლამენტის წევრის მანდატები მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზედაიყოფაყველაპოლიტიკურიპარტიისმიერმიღებულიხმებისჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზენაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ამასთან, პროექტით, ამმუხლისმე-6 პუნქტით დადგენილი წესით პარტიის მიერ მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35 პროცენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ძირითადი მანდატების 35 პროცენტზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა. გაუნაწილებელი მანდატები, რომელიც არ ნაწილდება ამ პარტიაზე, პროპორციულად განაწილდება სხვა პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. თუ პარტია ძირითადი მანდატების 35 პროცენტზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა, ყველა გაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო.

ასევე, ცვლილებებით, ამმუხლისმე-6 პუნქტით დადგენილი წესით პარტია ვერ მიიღებს 89 მანდატზე მეტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის 89 მანდატზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა. 90-მედა ყველა შემდეგი გაუნაწილებელი მანდატი, რომელსაც ვერ მიიღებს შესაბამისი პარტია, პროპორციულად განაწილდება სხვა პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. თუ პარტია 89 მანდატზე მეტს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების პირობებში მიიღებდა, ყველა გაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო.

ზემოთ აღნიშნულის გარდა პროექტით დადგენილია, რომ თუამმუხლისმე-6, მე-7 დამე-8 პუნქტებით დადგენილი წესით პარტია 75 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს, ყველა გაუნაწილებელი მანდატი პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღო.

ამასთანავე, ცვლილებები გადასახადების გაზრდის თაობაზე საქართველოში რეფერენდუმის ჩატარების თავსაც ეხება და გარდამავალ დებულებაში ნათქვამია, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში, საერთო-სახელმწიფოებრვი გადასახადებისს ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზის, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცვლილებებს მესამე მოსმენით ოქტომბერში დაამტკიცებს, ახალი რეგულაციები ძალაში საქართველოს მომდევნო პრეზიდენტის ინაგურაციის შემდეგ შევა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში დაპატიმრებული ჟურნალისტი გერმანიამ დააჯილდოვა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე ავსტრალიური MTV-ის სიუჟეტშიც მოხვდა