პარლამენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა

პარლამენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საკანონმდებლო ორგანომ ქუთაისში რიგგარეშე სხდომა გამართა.

პრეზიდენტის ბრძანება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა.

საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანებას მხარი 116-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არც ერთი წასულა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” გუშინ მიმართა. ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გუშინვე გამოსცა.

აღსანიშნავია, რომ გუშინვე ჩაერთვნენ სამხედრო მოსამსახურეები ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანის პასუხი “დიდმორწმუნე ბაია” ამაშუკელს
შემდეგი სტატიამოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა