პარლამენტმა საერთო სასამართლოების კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კანონის ძველ ვერსიას 97 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მართლმსაჯულების რეფორმის ​მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტმა ვეტო იმ მოტივით დაადო, რომ ეს პაკეტი მოიცავდა ნორმებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მიუკერძოებელი სასამართლოს და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პრინციპებს.

სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტი თვლის, რომ რაიონული(საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით თავად ამ სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ.პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის მიხედვით კი, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით, ამ ვადის გასვლამდე არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედეგების ანალიზის საფუძველზე.

ვეტოს დადებამდე საქართველოს პარლამენტმა სასამართლო სისტემის რეფორმირების “მესამე ტალღის” საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით, 87 ხმით დაამტკიცა. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მთავრობამ მერვე მოწვევის პარლამენტს 2015 წელს წარუდგინა.

banner
წინა სტატიაში,,ვივლი ახლა,თორემ ყურებზე ხახვი არ დამაჭრათ”-კილაძის პასუხი ბესელიას
შემდეგი სტატიალალი ბასარიამ კანცელარიაში შიმშილობა დაიწყო