პარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა 2015 წლიდან ამოქმედდება

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. რიგგარეშე სხდომაზე 17 კანონპოექტს ეყარა კენჭი. მთავარი პროექტი 87-ხმით, 2-წინააღმდეგი მიიღეს.

პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმებლო პაკეტის მთავარი სიახლე სსიპ-ის – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა, რომელიც სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩამოყალიბდება. ფარულ მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება.

banner
წინა სტატიაშიმამა გიორგი მამალაძის დასაკითხად “მატროსოვზე” გამომძიებელები მივიდნენ
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი : „რუსთავი 2” თვიდან თვემდე იგროვებს საბიუჯეტო დავალიანებას”