პარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო

რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა, ევროკავშირთან საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის მხარდამჭერი განცხადება მიიღო.

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ, რუმინეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯომარე ანა ბირჩალიმ ლევან ბერძენიშვილს თავად შეატყობინა.

განცხადებაშია აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამკვიდრება შეუქცევადს გახდის საქართველოს ევროინტეგრაციულ კურსს, ხელს შეუწყობს ხალხთა თავისუფალ გადაადგილებას და საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის მთავარ სარგებელს გამოკვეთს.

განცხადებაში მკაფიოდ არის ასახული საქართველოს ევროინტეგრაციული კურსის განვითარების მნიშვნელობა რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებისთვის. რუმინეთის საპარლამენტო კომიტეტი გამოკვეთს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მნიშვნელობას როგორც საწინდარს საქართველოს წარმატებისა ევროპული გზაზე.

„ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა მადლობის წერილი გაუგზავნა ანა ბირჩალის, სადაც ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

აღსანიშნავია რომ, დღეს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს განიხილავს”, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგამოცემამ theculturetrip ქართული იმ 10 უძველეს ენას შორის დაასახელა, რომელზეც დღემდე საუბრობენ
შემდეგი სტატიალანჩხუთში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა