„პარლამენტის წევრთა ნაწილი, არათუ ახლა, არამედ საერთოდ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ უჭერს მხარს”

პარლამენტში, ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა იწყება. მთავარი თემა პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებია. ეს არის ცვლილებები, რომელიც მომზადებული აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ანუ, მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლის არჩევნებისთვის.

დღეს უმრავლესობაში განმარტებები გაკეთდა თუ რატომ არ ხდება ცვლილებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვს.

„პარლამენტის წევრთა ნაწილი, არა თუ ახლა, არამედ საერთოდ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ უჭერს მხარს. მათგან დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, რომ 2016 წლის შემდგომ ამოქმედდეს ეს სისტემა. ძალიან რთული იქნება ახლა კონსტიტუციაში ცვლილებს შეტანა, რადგან დრო არის ცოტა,“ – აღნიშნა ფრაქცია რესპუბლიკელების წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ.

banner
წინა სტატიაში“4 წლის განმავლობაში ივანიშვილი და ქართული ოცნება ხელს უწყობდა პრორუსული ძალების გაძლიერებას”, – ლევან თარხნიშვილი
შემდეგი სტატია„ის, რომ თითქოს, სუს-ი თავს არიდებს ანგარიშის წარდგენას, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია“