პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. დავით უსუფაშვილი იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ტადამორი ოშიმას შეხვდა. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და იაპონიის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდა. 23 თებერვალს დავით უსუფაშვილი შეხვდება იაპონიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს და იაპონიის ზედა მრჩეველთა  პალატის პრეზიდენტს.

“ საყურადღებოა, რომ იაპონია დგამს სერიოზულ და აქტიურ ნაბიჯებს მსოფლიოს მშვიდობის უზრუნველსაყოფაში მონაწილეობისთვის, ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებიც კი აქვთ განზრახული და კარგია, რომ საქართველო ერთ-ერთ პარტნიორ ქვეყნად მიაჩნიათ, “ – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“არ კითხავს არც ერთ რესპუბლიკელს როგორ მოიქცევა გოგი თოფაძე” – ზურაბ ტყემალაძე
შემდეგი სტატიააშშ და რუსეთი 27 თებერვლიდან სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ