პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ძალიან დაემსგავსა

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ძალიან დაემსგავსა.

როგორც ხუხაშვილმა „ქრონიკის სტუდიაში“ აღნიშნა, ამ ფაქტს პრემიერისა და „რესპუბლიკელების“ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული მისი განცხადებებიც მოწმობს.

„ის ამ ბოლო დროს ძალიან დამესგავსა შევარდნაძეს. მისი განცხადებები იყო შევარდნაძის კლასიკური განცხადება, ილაპარაკა რაღაც გაუგებარ ორპარტიულ შეთანხმებაზე, რომელსაც სამი დღეა გვიხსნიან და ვერავინ აგვიხსნა რას ნიშნავს. მათი მთავარი ამოცანა იყო სახის შენარჩუნება“, განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამასთან, პოლიტოლოგის შეფასებით, „რესპუბლიკურ პარტიაში“ ერთადერთი ინტელექტუალური ფიგურა დავით უსუფაშვილია.

„რესპუბლიკურ პარტიაში“ არის ერთადერთი ინტელექტუალურად ფასეული ადამიანი, ეს არის უსუფაშვილი. სხვამ ყველამ დაამტკიცა, რომ ამბიციის გარდა იქ აღარაფერია დარჩენილი. „რესპუბლიკური პარტია“ იმ რისკიდან გამომდინარე, რომ შეიძლება თამაშგარე დარჩეს, ყველაფერზე უარს იტყვის, ყველაფერზე თვალს დახუჭავს, ოღონდ კოალიციაში დარჩეს“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.

„რესპუბლიკელების“ ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა, რომლის დასრულების შემდეგ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ “რესპუბლიკურ პარტიასა” და “ქართულ ოცნებას” შორის ორპარტიულ შეთანხმებაზე მუშაობა ძალიან მალე დასრულდება.

https://youtu.be/vrgSevAk1K4

banner
წინა სტატიაშიჩვენ ბუნებრივი აირის სახით გატარებული გაზის 10%-ს მივიღებთ”
შემდეგი სტატია(video)პაპუაშვილი: ჩემს შესახებ უღირსი ფოტო და ვიდეო მასალის გამოქვეყნებას აპირებენ