პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილს, გიორგი მარგველაშვილს, ნინო გვენეტაძესა და გიორგი პაპუაშვილს შეხვედრას სთავაზობს

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს და საკოსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს სამუშაო ფორმატში შეხვედრას სთავაზობს.

„ვთავაზობ ბატონ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საკოსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, არჩევნებამდე დარჩენილ დროში რაღაცნაირად შევქმნათ სამუშაო ვითარებაში შეხვედრების ფორმატი. ანუ, ხელისუფლების ხუთივე შტო, რომელიც ვიმსჯელებთ ინსტიტუციურ გარემოზე პოლიტიკური თავისუფლებებისთვის, ინსტიტუციების თავისუფალი მუშაობისთვის და ეს საშუალებას მოგვცემს საკითხებს სწრაფად და ეფექტურად გავუმკლავდეთ და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი სპეკულაციები და პოლიტიზირება. საჭიროა, პოლიტიკური პროცესებისადმი რაც შეიძლება მაღალი ნდობის უზრუნველყოფა და ამისთვის ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თუკი რაიმე საკითხებია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეცეს პასუხები“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიმაფიის ოთხ წევრს ლეგენდარული გამომძიებლის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მისცეს
შემდეგი სტატიასასამართლომ პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენლები სამართალდამრღვევად ცნო