პარლამენტის პირველ სხდომაზე კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა პირველივე სხდომაზე 15 კომიტეტის თავმჯდომარე აირჩია.

რეგლამენტის მიხედვით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე, კომიტეტების წევრთა რაოდენობას და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ განსაზღვრა და ის პარლამენტმა დადგენილებით დაამტკიცა.

კომიტეტის ხელმძღვანელების სია ასე გამოიყურება:

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ოთარ დანელია, პირველი მოადგილე – გელა სამხარაული, მოადგილე – ირაკლი შიოლაშვილი.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში, პირველი მოადგილე – გენადი მარგველაშვილი, მოადგილე – გუგული მაღრაძე.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – კახა კუჭავა, პირველი მოადგილე – ზაზა ხუციშვილი, მოადგილე – ენძელა მაჭავარიანი.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე – რომან კაკულია, პირველი მოადგილე – გიორგი ბეგაძე, მოადგილე – რევაზ არველაძე.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ზვიად კვაჭანტირაძე, პირველი მოადგილე – სალომე ზურაბიშვილი, მოადგილე – ირაკლი მეზურნიშვილი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – თამარ ხულორდავა, პირველი მოადგილე – ირინა ფრუიძე, მოადგილე – ბექა ნაცვლიშვილი.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი სესიაშვილი, პირველი მოადგილე – ირაკლი ბერაია, მოადგილე – კობა კობალაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ეკა ბესელია, პირველი მოადგილე – ვანო ზარდიაშვილი, მოადგილე – დავით მათიკაშვილი.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – გრიგოლ ლილუაშვილი, პირველი მოადგილე – მერაბ ქვარაია, მოადგილე – კობა ლურსმანაშვილი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – სოფიო ქაცარავა, პირველი მოადგილე – ნინო გოგუაძე, მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე – გიორგი კახიანი, პირველი მოადგილე – გურამ მაჭარაშვილი, მოადგილე – შალვა კიკნაველიძე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი კოვზანაძე, პირველი მოადგილე – პაატა კვიჟინაძე, მოადგილე – ირაკლი ბერაია.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – აკაკი ზოიძე, პირველი მოადგილე – დიმიტრი ხუნდაძე, მოადგილე – ლევან კობერიძე.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო კილაძის, პირველი მოადგილე – გედევან ფოფხაძე, მოადგილე – რატი იონათამიშვილი.

სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ ყაველაშვილი, პირველი მოადგილე – შოთა ხაბარელი, მოადგილე – ბიძინა გეგიძე.

banner
წინა სტატიაში“თუ შეიძლება, მიაქციეთ ყურადღება, როგორი ტონი და თანამშრომლობა შემოგვთავაზეს ჩვენმა კოლეგებმა”
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდა