პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსად ანა გოჩაშვილი დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსად ანა გოჩაშვილი დაინიშნა.

ანა გოჩაშვილმა ამ თანამდებობაზე ნინო ბერაძე შეცვალა. ანა გოჩაშვილი მუშაობას დღეიდან შეუდგა.

ანა გოჩაშვილი მანამდე საქართველოს მთავრობის, წინასაარჩევნო პერიოდში კი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურში მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიდანიის პოლიცია აცხადებს, რომ ბერლინის ტერორიზმში ეჭვმიტანილი იპოვეს
შემდეგი სტატიატრამპმა განაცხადა, რომ ინაუგურაციაზე ცნობილი სახეების ნახვა არ სურს