პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს.

ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ბლოკებსაც ექნებათ; უქმდება ე. წ. ბონუსის სისტემა – გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პარტიები მიიღებენ; იცვლება რწმენის, აღმსარებლობის და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული მე-16 მუხლი; ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმების და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით; 2024 წელს პრეზიდენტს ხმოსნების ნაცვლად საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

სადავო რჩება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა მე-18 მუხლთან დაკავშირებით. მოქმედი რედაქციით, ადამიანს აქვს უფლება, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო ინფორმაციას, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას და პირის კომერციულ, პროფესიულ, პირად მონაცემებს. ამ კომპონენტების არეალის გაზრდას ითხოვს იუსტიციის უწყება, რაზეც აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ გუნდში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადება
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა იქნება” – ნარმანია