“პარლამენტი საგამოძიებო ორგანოების ფუნქციას ვერ შეითავსებს… ყველაფერს თავისი წესი აქვს”

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ფარცხალაძე-თორდიას საქმეში იმ შემთხვევაში უნდა ჩაერთოს, თუ დაინახავს, რომ რაღაც არასწორად მიმდინარეობს.

„თუ დავინახავთ, რომ ეს არასაკმარისია, ან რაღაც არასწორად მიმდინარეობს, პარლამენტი ამ პროცესში, ამ შემთხვევაში უნდა ჩაერთოს, რადგან პარლამენტი საგამოძიებო ორგანოების ფუნქციას ნამდვილად ვერ შეითავსებს. ამ ფუნქციების აღრევა არ შეიძლება, ყველაფერს თავისი წესი აქვს. კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და პასუხი ყველას თანაბრად უნდა მოეთხოვოს, ვინც არ უნდა იყოს ის. საგამოძიებო მოქმედებებს უნდა დაველოდოთ“, – აცხადებს კილაძე.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ფარცხალაძის ,,შპანის“ ქვემდებარე ორგანოა – ჭიაბერაშვილი
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ აქციაზე ჩოხით მივიდა