პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას იწყებს – პრემიერი და განახლებული მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება

პარლამენტი ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ, ისევ იწყებს.
მინისტრობის კანდიდატებს დღეს კომიტეტების, ფრაქციების და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში მოუსმენენ. ხვალ კი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დაამტკიცებენ.
ახალ კაბინეტში სამი ახალი სახეა, ეკონომიკის, ფინანსთა და განათლების მინისტრები. დანარჩენები კი პოსტებს ისევ ინარჩუნებენ, მათ შორის ძალოვანი მინისტრებიც.
სწორედ მათ მოსმენა იგეგმება დღეს 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. პრემიერ-მინისტრი, მინისტრობის კანდიდატებთან ერთად უკვე პარლამენტში იმყოფება. თუმცა კომიტეტების სხდომა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

banner
წინა სტატიაში20 წლის კოკა კობალაძე, ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სამართალდამცველებს ადანაშაულებს
შემდეგი სტატიარატომ თქვა უარი მთავარ პროკურორობაზე – კახი კახიშვილის კომენტარი