საკონსტიტუციო ცლილებების პროექტი საერთო სახალხო განხილვებში 5 მაისიდან მოსახლეობაც ჩაერთვება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სავარაუდოდ, დღეს იმ კომისიის შემადგენლობა გახდება ცნობილი, ვინც მოსახლეობასთან ერთად განხილვებში მიიღებს მონაწილეობას.
ქვეყნის ახალი კოსნტიტუციის მიღებისთვის ხალხის თანხმობის აუცილებლობაზე, როგროც მმართველი, ისე ოპოზიციური გუნდები თანმხდებიან. თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ გახნილვებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მონაწილეობის მიღებას არა აპირებენ. ისინი საზოგადოებას ალტერნატიულ გამოკითვას სთავაზობენ.