პარიზში, საპირველმაისო დემონსტრაციისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა.დემონსტრანტები შრომის კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებდნენ, რომლის კენჭისყრა სამშაბათს მოხდება ეროვნულ ყრილობაზე.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რომლის შემედგაც პროტესტანტებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლეს. ხუთშაბათს, არეულობებისას დაახლოებით 20 პოლიციელი დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ორი თვის მანძილზე საფრანგეთში შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებით პროტესტები არ წყდება.