პარიზის ტერაქტებში მონაწილე 2 ტერორისტის ვინაობა ცნობილია

ფრანგმა გამომძიებლებმა , პარიზის ტერაქტებში მონაწილე 2 ტერორისტის ვინაობა დაადგინეს. როგორც Europe1 იტყობინება, ისინი სირიისა და საფრანგეთის მოქალაქეები იყვნენ. ერთ-ერთ ტერორისტს, რომელმაც პარიზის სტადიონ “სტად დე ფრანსთან” თავი აიფეთქა, სირიის პასპორტი ჰქონდა. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი სამართალდამცველებმა, ტერორისტის ცხედრის შემოწმების დროს აღმოაჩინეს.
საფრანგეთის პროკურატის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ამჟამინდელი მონაცემებით , გუშინ განხორციელებულ ტერაქტებს 128 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 200-მდე ადამიანი.თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

banner
წინა სტატიაშითურქეთი G20-ის სამიტის ჩატარებისთვის უპრეცენდენტო უსაფრთხოების ზომებს იღებს
შემდეგი სტატია“ერთად გავუძღვეთ იმ გზას, რომელიც სირიაში მშვიდობის დამყარებამდე მიგვიყვანს”