პარიზის ტერაქტების საქმეში ახალი ეჭვმიტანილი გაჩნდა

პარიზის ტერაქტების საქმეში ახალი ეჭვმიტანილი გაჩნდა

პარიზის ნოემბრის ტერაქტების საქმეში ახალი ეჭვმიტანილი გაჩნდა. დღეს როგორც ბელგიის პროკურატურამ განაცხადა, დნმ-ის ანალიზით მათ სალახ აბდესლამის ჯერაც დაუკავებელი თანამზრახველის იდენთიფიცირება მოახდინეს.
თვითონ აბდესლამი რამდენიმე დღის წინ ბრიუსელის ერთ-ერთ რაიონში დააკავეს.
ახალ ეჭვმიტანილს, პოლიციის ინფორმაციით, ნაჯიმ ლააშრაუ ქვია და ის 24 წლის არის. მამაკაცს ყალბი დოკუმენტები აქვს – ამბობენ სამართალდამცველები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლააშრაუ 2013 წელს სირიაში იმყოფებოდა. პროკურატურა ქვეყნის მოსახლეობას დამნაშავის დაკავებაში დახმარებას სთხოვს.

თვითონ სალახმა პოლიციასთან თანამშრომლობა შაბათიდან დაიწყო. მისი ადვოკატის თქმით, სალახს პოლიციისვის და გამოძიებისთვის “ფასდაუდებელი” ინფორმაციის მიწოდება შეუძლია.

banner
წინა სტატიაშიApple-მა iPhone SE-ი წარმოადგინა
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე: “დაწყებულია შანტაჟისა და დისკრედიტაციის კამპანია პარლამენტარების მიმართ”