პარიზის მახლობლად მდებარე სოფელი ლევილი 23 სექტემბერს საქართველოს ნაწილი გახდება

პარიზის მახლობლად მდებარე პატარა სოფელი ლევილი, რომელსაც მეოცე საუკუნის საქართველოს მნიშვნელოვანი მოვლენები უკავშირდება, კიდევ ერთ ისტორიულ თარიღს – 23 სექტემბერს შეიძენს.

ადგილი, სადაც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილობაში მყოფმა მთავრობამ ქართული კერა შექმნა, მათივე ანდერძის თანახმად ათწლეულების დაგვიანებით საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება გახდება. მამულის საქართველოსთვის გადმოცემას ხელი ლევილის ტერიტორიაზე მოეწერება.

საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით ჩატარდა დიაგნოსტიკური სამუშაოები, ხელი მოეწერა 2 მნიშვნელოვან სამთავრობო განკარგულებას, რის მიხედვითაც საქართველო ლევილის მამულების გადმოცემის შემდეგ ვრცელ სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოებს ჩაატარებს.

banner
წინა სტატიაშიენერგეტიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ „ყაზტრანსგაზ თბილისი“ გაიყიდოს
შემდეგი სტატია“რესპუბლიკური პარტია” თურქული სკოლის ფუნქციონირების შეჩერებას მოითხოვს, სანამ ის არ იქნება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში