პარიზის გარეუბანში სამი ტერორისტი მოკლეს

French special police forces secure the area as shots are exchanged in Saint-Denis, France, near Paris, November 18, 2015 during an operation to catch fugitives from Friday night's deadly attacks in the French capital. REUTERS/Christian Hartmann

ბოლო მონაცემებით, პარიზის სენ-დენის გარეუბანში 3 ტერორისტი მოკლულია, აქედან ერთ-ერთი – თვითმკვლელი ქალია, რომელმაც ე.წ.შაჰიდის ქამარი აამოქმედა. სააგენტო “ესოშიეთედ პრესი” იტყობინება, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი სამართალდამცველი დაიჭრა. სააგენტო “ფრანს 24” იტყობინება, რომ პოლიციელებმა ორი ტერორისტი დააკავეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შენობაში, რომლის შტურმიც ამ წუთებში მიმდინარეობს, იმყოფება პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი რამდენიმე შეიარაღებულ ადამიანთან ერთად.
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, კრისტიან ტობირის ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაცია დასასრულს უახლოვდება.

banner
წინა სტატიაში,,უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ლოგიკური ნაბიჯი იქნება”
შემდეგი სტატიასაქართველოში მიწისძვრა მოხდა