პარიზის ცენტრში განხორციელებულ სროლებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

პასუხისმგებლობა პარიზის ცენტრში განხორციელებულ სროლებზე აიღო ისლამურმა სახელმწიფომ. ამის შესახებ იუწყება სააგენტო AFP, რომელიც ეყრდნობა ტეროტისტთა საიტს Amaq. 

შეგახსენებთ, რომ პარიზის ცენტრში სროლის შედეგად მოკლულია ერთი პოლიციელი, ორი სამართალდამცავი კი მძიმედ არის დაჭრილი. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელმაც სროლა განახორციელა სამართალდამცავების მიმართულებით, პოლიციელებმა მოკლეს. Reuters-ის ცნობით კი შემთხვევა ელისეის მინდვრებზე, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა. ელისეის მინდვრების ტერიტორია გადაკეტილია. ასევე დაკეტილია სამი მეტროსადგური.

 

https://youtu.be/gVb1G8wlNsw

banner
წინა სტატიაში(video) “პინოჩეტმაც ვერ გაბედა ხალხისთვის წაერთვა პრეზიდენტის არჩევის უფლება“ – შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატია(video) რუსეთი ამაგრებს საზღვარს ჩრდილოეთ კორეასთან