პარიზის აეროპორტში სამხედროებმა მამაკაცი მოკლეს

პარიზის ორლის აეროპორტში მამაკაცი, რომელმაც სამხედრო პირს იარაღი ჩამოგლიჯა, დახვრიტეს. სამხრეთ ტერმინალიდან ხალხის ნაწილობრივი ევაკუაცია მოხდა. ჩამოფრენილი თვითმფრინავებიდან მგზავრებს სალონის დატოვების უფლება არ მისცეს. მიმდინარე მომენტში აეროპორტში გამნაღმველები მუშაობენ, რომლებიც შენობას ჩხრეკენ. პარალელურად, ბოროტმოქმედის შესაძლო თანამზრახველების ძებნა მიმდინარეობს.

სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სამხედრო მოსამსახურეებს მიუახლოვდა, რომლებიც შენობაში პატრულირებდნენ, ერთ-ერთ მათგანს იარაღი ჩამოგლიჯა და მაღაზიაში დამალვას შეეცადა. სხვა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. თავდამსხმელი მოკლეს. ჯერჯერობით დანაშაულის მოტივი არ ვრცელდება, ასევე, უცნობია მამაკაცის ვინაობა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიზაჰესის ხიდის მშენებლობა დასრულდა
შემდეგი სტატიაფოტო: ესტონეთში ნატოს ჯარები შევიდნენ