პარიზი: წყალდიდობის პიკი გავლილია

3პარიზში სენას დონე ნელ-ნელა ვარდება მას შემდეგ, რაც უკანასკნელი 34 წლის მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – პარასკევს მდინარემ ჩვეულზე 6 მეტრით მოიმატა.
წყალდიდობის საშიშროების გამო პარიზის მეტრო ნაწილობრივ დახურეს, რამდენიმე ტურისტული ადგილიც, კერძოდ კი ლუვრი და ორსეის მუზეუმი, ასევე მრავალი პარკი და სასაფლაოები.
სინოპტიკოსები წყლის დონის 6,5 მეტრით ადიდებას ვარაუდობდნენ, მაგრამ წყალმა შაბათიდან ნელ-ნელა კლება დაიწყო.
სენას დონე 7,1 მეტრამდე იყო აწეული 1955 წელს, 1982 წელს მან 6,16 მეტრს მიაღწია.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა საფრანგეთს და გერმანიას აფრიკის ხალხის გენოციდში დასდო ბრალი
შემდეგი სტატიამსოფლიოსთვის კარგი ქვეყნების რეიტინგში საქართველო 163 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა