პარიზი ტრამპის საქციელს “უპრეცენდენტო შეურაცხყოფას” უწოდებს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დემარშის შემდეგ, რომელმაც კანადაში გამართული G7 სამიტის კომუნიკედან საკუთარი ხელმოწერა გაითხოვა, ოფიციალურმა პარიზმა საერთაშორისო თანამეგობრობის ნორმების დაცვისკენ მოწოდებას გააკეთა. “საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა არ უნდა იყოს დამოკიდებული სიბრაზის აფეთქებაზე ან არასწორ შენიშვნებზე” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კვირას 10 ივნისს გამოაქვეყნა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. ხელმოწერის გაწვევის მიზეზად ტრამპმა კანადის მიმართ უკმაყოფილება დაასახელა.

“ტექსტის (კომუნიკეს – რედ) შედგენაში და მხარეების მოვალეობების განსაზღვრაში ჩვენ ორი დღე დავხარჯეთ. ჩვენ მას ვასრულებთ და ვთვლით, რომ ის, ვინც შეთანხმებაზე უარს ამბობს, გამოხატავს საკუთარ არათანმიმდევრულობას და უუნარობას” – პარიზის განცხადებაშია ნათქვამი. პოსტფაქტუმ ტრამპის უარი სამიტის დეკლარაციაზე “უპრეცენდენტო შეურაცხყოფაა G7 სახელმწიფოების თითქმის 40 წლიან ისტორიაში” – ნათქვამია განცხადების ტექსტში – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი სინგაპურში არიან
შემდეგი სტატიაგერმანელი გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ერაყიდან გერმანიაში გადაიყვანეს