პარიზი და ბერლინი 2018 წლისათვის საერთო ევროპული არმიის შექმნაზე ფიქრობენ

საფრანგეთის და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა ჟან-ივ ლე დრიანმა და ურსულა ფონ დერ ლიაიერმა ევროკავშირში ერთიანი თავდაცვის სისტემის შექმნის შესახებ დოკუმენტი წარადგინეს – დღეს Le Figaro წერს.
პარიზისა და გერმანიის წინადადებაა შეიქმნას პროგრამები ბენზინგასამართი თვითმფრინავების, კავშირაბმულობის სისტემის, კიბერუსაფრთხოებისა და უპილოტოების შესახებ.
დოკუმენტში ასევე საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია შენგენის ზონის დაცვა ევროკავშირის თავდაცვის სისტემის ფარგლებში.
შესაბამისი დოკუმენტი ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელს ფედერიკა მოგერინს გადაეცა.
პირველად ინფორმაცია აღნიშნული მიმართულებით მუშაობაზე 27 ივლისს გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის პარლამენტმა კემერონი ლიბიაში სამხედრო ჩარევის გამო გააკრიტიკა
შემდეგი სტატიალე პენმა დაუშვა საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება