პარიზელები სისხლის ჩასაბარებლად რიგებში დგანან

Flowers and candles are seen placed outside the Le Carillon restaurant the morning after a series of deadly attacks in Paris , November 14, 2015. REUTERS/Christian Hartman

ფრანგული გამოცემა ,,მირორის”–ის ინფორმაციით ფრანგები სისხლის ჩასაბარებლად რიგებში დგანან. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, სისხლის ჩაბარების პუნქტებთან ასობით ადამიანია შეკრებილი.
“გუშინდელი თავდასხმის შემდეგ პარიზელები გაერთიანდნენ. სისხლის გაღების მიზნით, ხალხი რიგში დგება”, – წერს ფრანგული გამოცემა “მირორი”.
ბოლო მონაცემებით, პარიზში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 127 ადამიანი დაიღუპა, საავადმყოფოში 300 ადამიანია გადაყვანილი. 80 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ტერაქტების დროს დაჭრილთა შორის აშშ-ის მოქალაქეებიც არიან.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატია(ვიდეო) თეატრთან, სადაც ტერაქტები მოხდა, პიანისტმა ჯონ ლენონის Imagine შეასრულა