ფარცხალაძე კრიმინალური მეთოდებით იცავს საკუთარ ინტერესებს

,,ქვეყანა, სადაც ყოფილი გენერალური პროკლურორი ფიზიკურად უსწორდება აუდიტის სამსახურის უფროსს და თან ამას აკეთებს სახალხოდ, ბევრი ადამიანის თანდასწრებით, ეს ქვეყანა უკვე აღარ არის სახელმწიფო’’-აცხადებს მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი ირმა ნადირაშვილი.

,,მინდა გამოვეხმაურო ფაქტს, რომელიც რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი. მომხდარი ყველაზე ნათლად გამოხატავს ივანიშვილის მმართველობის მახინჯ რეჟიმს, სადაც წახალისებულია ძალადობა და სადაც ივანიშვილის ოჯახთან ახლობლობა ითვლება დაუსჯელობის ყველაზე უფრო მყარ გარანტიად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, რადგან ადამიანების ინტერესების დაცვის ნაცვლად, აღმოვაჩნიეთ, რომ ფარცხალაძე კრიმინალური მეთოდებით იცავს საკუთარ ინტერესებს და როგორც აუდიტის სამსახურის ინტერვიუდან გახდა ცნობილი, ის გამოკვლევას ატარებდა ერთ-ერთ ფაქტზე, სადაც ფარცხალაძის ინტერესები ფიგურირებს. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ შესაძლებელია ყოფილი გენერალური პროკურორი სათანადოდ დაისაჯოს და ცხადია, ჩვენს ამ დამოკიდებულებას აქვს საფუძველი. ჩვენ რამდენიმე წუთში გავავრცელებთ კადრებს, რომელიც გივი თარგამაძემ მოიპოვა და სადაც ძალიან ნათლად ჩანს, რომ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს ემსახურება ფინანსური პოლიციის სახელმწიფო დაცვა და სწორედ ამ დაცვის თანხლებით გადაადგილდება ფარცხალაძე, მოვითხოვთ, შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ეს გაუგონარი ფაქტი სწორედ პარლამენტმა გამოიძიოს ’’ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/europeangeorgia.ge/videos/260689497736452/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაში,,თუ გინდა ხელისუფლებასთან რამე მოაგვარო, მთავარია ფარცხალაძეზე გახვიდე… ვერაზე, სალონის გვერდით“
შემდეგი სტატიაჭართალასა და მუგუდას სასაფლაოზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მცხეთისკენ დაიძრნენ