პარალელები შევარდნაძის პერიოდთან

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

bokeria_23“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებას აკრიტიკებს და პარალელს ედუარდ შევარდნაძის პერიოდთან ავლებს. მისი განცხადებით, საკვანძო პერიოდი ოქტომბრის არჩევნებია, როდესაც ქვეყანა ნორმალურ განვითარების გზაზე უნდა დადგეს.

“ეს ის ხალხია, ვინც შეძლო, რომ დაეზიანებინათ მოწინააღმდეგეები, ოღონდ საკუთარი სუიციდის ხარჯზე. ეს ციფრები არის პოლიტიკური თვითმკვლელობა. შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ შევარდნაძის პერიოდთან, ვარდების რევოლუციის წინ, ოღონდ ამჯერად საზოგადოება წინ წავიდა და არანაირი რევოლუცია არ უნდა იყოს. ამას წერტილი უნდა დავუსვათ დემოკრატიული არჩევნების გზით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ “არჩევანის” ეთერში.

მისივე თქმით, “ყველაფერი წავიდა უკან დიდი პროპორციებით და ამ უკანსვილის მიზეზი არის ხელისუფლების პოლიტიკა”.

“მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ადამიანები არათუ არ აღიარებენ იმას, რომ მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში შექმნილი, ძირითადად დაკავებული არიან თავის ქებით. უმძიმესი მდგომარეობაა. ჩვენ გვახსოვს მძიმე წლები და რომ შევადაროთ, ორჯერ უფრო მძიმე მდგომარეობაა ახლა. ყველაფერი სარკისებურად პირიქით მიდის და ეს ადამიანები აგრძელებენ თავის ქებას. ყველაფერი წავიდა უკან ძალიან დიდი პროპორციებით და ამ უკანსვილის მიზეზი არის მათი პოლიტიკა. ამ ხელისუფლებამ ჩვენ მიგვიყვანა უფსკრულის ზღვარზე. ოქტომბერი არის ჩვენი ვალდებულება, რომ ამას წერტილი დაესვას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშილიტვამ სავჩენკოს დაკავებასთან დაკავშირებულ ადამიანებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
შემდეგი სტატიადღეს ოცნება ნამდვილად აუსრულდათ იმ ადამიანებს, ვინც დღეს არიან ხელისუფლებაში