პარაგვაიში პარლამენტს ცეცხლი წაუკიდეს პრეზიდენტის ხელახლი არჩევის პროტესტის ნიშნად

პატრაგვაიში, ასუნსონში დემონსტრანტებმა ქვეყნის პარლამენტის შენობა შტურმით აიღეს და მას ცეცხლი წაუკიდეს ახალმიღებული კანონის პროტესტის ნიშნად, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს უფლებას აძლევს მეორე ვადით იქნეს არჩეული. 1992 წელს მიღებული კონსტიტუციით, პრეზიდენტის პოსტი მხოლოდ ერთი ვადით განისაზღვრება.
პრეზიდენტ ორასიო კარტესს, რომელსაც უფლებამოსილება 2018 წელს გასდის, სურს ეს შეზღუდვა მოხსნას.
საპროტესტო აქციის მოანწილეებმა კონგრესის შენობასთან ბარიკადები ააშენეს, შემდეგ კი ის ჯერ შტურმით აიღეს და მერე ცეცხლი წაუკიდეს – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიაფხაზურ ანსამბლ “შარათინს” თურქეთში ქართული დროშით გამოსვლა შესთავაზეს
შემდეგი სტატიაივანკა ტრამპის ქონება 740 მილიონი დოლარია