“ფაქტობრივად, შევდივართ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ფაზაში,” – ელენე ხოშტარია უვიზო მიმოსვლაზე

ელენე ხოშტარია:

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ბრიუსელი საქრთველოზე მიღებულ გადაწყვეტილებას ცალკე გამოაცხადეს – აღნიშნულ საკითხს ქართველი ექსპერტები მნიშვნელოვნად აფასებენ და აცხადებენ, რომ საკითხი გადაწყვეტილების მიღების ბოლო ფაზაში გადადიდს.

„ეს გადაწყვეტილება, რომ ცალკე, ინდივიდუალურად იქნება საქართველოსთან მიმართებაში გადაწვეტილება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ფაქტობრივად შევდივართ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ფაზაში, რაც გვაძლევს სრულ საშუალებას, რომ რამდენიმე თვეში რეალურად ამოქმედდეს ეს რეჟიმი,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ.

ამავე საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრი, ბრიუსელის ევროპულ კვლევათა ცენტრის წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა.

„ის რომ საქართველოს და უკრაინის სასკითხები გაიყოფა, ეს არის ძალიან პოზიტიური მოვლენა,“ – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაში“მე, პირადად, ბატონ გოგი თოფაძესთან საუბარი დავამთავრე”, – ლევან ბერძენიშვილი
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა სიღნაღში – გაზის აფეთქების შედეგად 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა