“ფაქტია ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება რომ ერთწლიანი პროცედურა არ იქნება”

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, აგვისტოს ომის გამოძიება შესაძლოა, წლები გაგრძელდეს, რადგან ეს რთული პროცესია.

სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, კითხვის საპასუხოდ, რამდენ ხანს გასტანს გამოძიება თუ არის ქართული მხარისთვის ცნობილი, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

“ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ეს რომ არ იქნება ერთწლიანი პროცედურა, ეს არის ფაქტი. ამან შეიძლება წაიღოს საკმაოდ ბევრი დრო. გამომდინარე იქიდან, რომ თუნდაც ეთნიკურ წმენდაზე მტკიცებულებები არის ძალიან ბევრი, რომელიც არ საჭიროებს დიდ კვლევას, ალბათ, ამ მიმართულებით ჰააგის პროკურორს უფრო გაუადვილდება მუშაობა. ასეა თუ ისე, მისი დელეგაციის ვიზიტები ალბათ ახლა უფრო გახშირდება საქართველოში, გამომძიებელთა ჯგუფებიც ჩამოვლენ და ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ საჯაროდ, რომ მათთან ვითანამშრომლებთ ბოლომდე”, – აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიებას დაიწყებს. საერთაშორისო სასამართლომ პროკურორ ფატუ ბენსუდას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას საგამოძიებო მოქმედებების გატარების უფლება მისცა. მოსამართლეები პროკურატურას უფლებას აძლევს გამოიძიოს შესაძლო კრიმინალური დანაშაულებები, რომლებიც დაფიქსირდა საქართველოს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

როგორც ჰააგის სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, არსებობს იმის საფუძველი, რომ ომის პერიოდში ჩადენილი იქნა ისეთი დანაშაულები კაცობრიობის წინაშე, როგორიცაა მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე სამხედრო დანაშაულებები და სამშვიდობოებზე თავდასხმა.

https://youtu.be/dYs8WSBDhfg

banner
წინა სტატიაში“უნდა დავამტკიცოთ, რომ სამხერეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველების ეთინური წმენდა მოხდა”
შემდეგი სტატია12:00 საათის მონაცემებით, გარდაბანში საკუთარი პოზიცია მოსახლეობის 11%-მა დააფიქსირა