,,ფაქტების ერთობლიობა ქმნის სიტუაციას, სადაც პარტიები არიან სრულიად უთანასწორო გარემოში”

დღესდღეობით გვაქვს ორი საქართველო, ერთი კახა კალაძის საქართველო, სადაც ის გაბადრული გადმოგვყურებს პლაკატიდან და მეორე საქართველო, სადაც იდევნება მთავარი ოპოზიციური ძალა, -ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ფაქტების ერთობლიობა ქმნის სიტუაციას, სადაც პარტიები არიან სრულიად უთანასწორო გარემოში.

”დღეს გვაქვს ერთი საქართველო, სადაც კახი კალაძე ატარებს კამპანიას, რომელზეც იხარჯება მილიონობით ლარი, მათ შორის საბიუჯეტო სახსრებიდან ბიზნესმენების მიერ შეწირული თანხების, და მეორე საქართველო, სადაც იდევნება მთავარი ოპოზიციური ძალა, სადაც ამ ქვეყნის ლიდერები გარეთ და საპატიმროში არიან, სადაც სუს-ი ატარებს რეალურად კამპანიას, სადაც ხდება მასწავლებლების და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება და მათგან ზონდერ ბრიგადების შექმნა იმისთვის, რომ სწორედ მათ ჩაატარებინონ საარჩევნო კამპანია. ამ ფაქტების ერთობლიობა გვაძლევს სიტუაციას, სადაც პარტიები არიან სრულიად უთანასწორო გარემოში, რაც თავისთავად რთულს ხდის იმას, რომ ვისაუბროთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე. მაგრამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მაინც იბრძოლებს ამ არჩევნებზე და იბრძოლებს გამარჯვებისთვის. ნუ შეეშინდებათ იმის, რომ კახა კალაძე და “ქართული ოცნება” ცდილობს მათი ხმების მოპარვას. ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული ადამიანის ხმის დასაცავად”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხტარლის საქმის გამოძიების დასრულებამდე საქართველოს მთავრობამ უკვე გაატარა შესაბამისი ზომები
შემდეგი სტატიასაინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დღეს