(video) პაპუნა დავითაია ლევილის მამულთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებ

“კიდევ ერთ დამატებით განმარტებას გავაკთებ ლევილის მამულთან დაკავშირებით და ვფიქრომ ამით ამომწურავად გაეცემა პასუხი ყველა შესაძლო კითხვას.
გუშინ ქალბატონი თეა წულუკიანისგან მოვისმინეთ, თითქოსდა 2011წელს გაფორმებულ მემორანდუმს მხოლოდ ერთი ოჯახის წარმომადგენელი აწერდა ხელს ხოლო მათ მიერ გაფორმებულ განზრახულებათა პაკეტს რამოდენიმემ მოაწერა.
ძალიან ბავშვური არგუმენტია.
მინდა ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს რომ “ქართული კერა” არის ორგანიზაცია რომელიც აერთიანებს საქართველოს რესპუბლიკის პირველი მთავრობის წარმომადგენლებს და არის ლევილის მამულის ფაქტობრივი მფლობელი და განმკარგავი. მისი თავმჯდომარე ქალბატონი ირენ ციციშვილი კი ამ მოლაპარაკებებში წარმოადგენდა “ქართულ კერას” მაშასადამე ყველა იმ ოჯახს რომელიც ფლობს ლევილის მამულს და 2011 წლის მემორანდუმს ქალბატონი ირენი ხელს აწერს სწორედ ყველას სახელით და არა მხოლოდ თავისი ოჯახის სახელით რომგორც ამას ქალბატონი თეა წულუკიანი ამტკიცებს.”

https://youtu.be/LWeDyJq-oAo

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა ბერნი სანდერსთან დებატებზე უარი თქვა