პაპმა ფრანცისკმა თავის სააღდგომო მიმართვაში ბრიუსელის ტერაქტზე ისაუბრა

დღეს, 27 მარტს კათოლიკე და პროტესტანტი ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ.
რომის პაპმა ფრანცისკმა თავის სააღდგომო მიმართვაში ბრიუსელის ტერაქტზე ისაუბრა.
მან მორწმუნეებს მოუწოდა პესიმიზმი და შიში დაამარცხონ.
„მოდით, უფლება არ მივცეთ შიშს და სიბნელეს ჩვენი გულები დაიპყროს“ – ხაზი გაუსვა პანთიფიკმა.

„აღდგომის დღეს იმედი შიშს სძლევს. შიში ახსნადია, ეს ნორმალური ადამიანური რეაქციაა. აღდგომა ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ გავიაზროთ, რომ შიში, სიკვდილი და ტერორი ეს მთავარი სიტყვები არ არის. ღმერთის სიტყვაა – სიცოცხლე, იმედი და მიზანი. ტერორი საუბრობს ყოფაზე, რომელიც საკუთარ თავს ებრძვის, რწმენაზე, რომელიც ერთმანეთს კისერში უჭერს. იესო ქრისტე ხელს იწვდის ჩვენსკენ არა იმისათვის, რომ განვდევნოთ, არამედ იმისათვის, რომ ჩავეხუტოთ: ეს ღმერთის გამარჯვების დღესასწაულია, ბნელ დროსაც ვდღესასწაულობთ მას, ჩაუქრობელი სინათლით აღვლენილი ქებითა და ღვთისმსახურებით“ – განაცხადა ანგლიკანური ეკლესიის წინამძღვარმა უელბმა.

banner
წინა სტატიაშიკემერონი: „ბრიტანეთი ქრისტიანული ღირებულებების დასაცავად უნდა დადგეს “
შემდეგი სტატიატრამპმა იდიოტიზმი უწოდა აშშ-ს გეგმას ერთდროულად ეომოს ასადს და ისლამურ სახელმწიფოს