პანკისში თარხან ბათირაშვილის დაკავებას არ ადასტურებენ

პანკისში თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის, დაკავებას არ ადასტურებენ.

პანკისელები ამბობენ, რომ მათ ეს ინფორმაცია დაზუსტებული აქვთ. თუმცა, ვინ ესაუბრა და რა წყაროდან ფლობენ ინფორმაციას პანკისში ბათირაშვილის შესახებ, ცნობილი არ არის.

თარხან ბათირაშვილის მამა, თემურ ბათირაშვილი, ამბობს, რომ თანასოფლელებს ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ და ინფორმაციას სწორედ ასე გებულობენ. თავად კი კურიერთან საუბრის დროს ამბობს, რომ მას შვილთან პირადად 2 წელია, არ უსაუბრია.

აქვე თემურ ბათირაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი ტერორისტი არ არის.

ISIS-ის მებრძოლის მამა განმარტავს, რომ ის შეეცდება, ინფორმაცია მისი შვილის დაკავებასთან დაკავშირებით ამერიკელ ჟურნალისტებთან გადაამოწმოს. კერძოდ, თემურ ბათირაშვილი გეგმავს, Wall Street Journal-ის ჟურნალისტს დაუკავშირდეს და ჰკითხოს, რა ინფორმაცია აქვს მას თარხან ბათირაშვილის, იგივე ომარ ალ შიშანის, შესახებ.

banner
წინა სტატიაშიგანახლებული სამთავრობო პროგრამის სახელწოდება და პრიორიტეტები უცვლელია
შემდეგი სტატიაელისო კილაძე თბილისის პროკურატურაში დაკითხეს